საჯარო ოფერტი კლიენტისთვის · ბოლო განახლება: 2026 წლის 13 სექტემბერი
წინამდებარე პირობები (შემდგომში — „ოფერტი“) არეგულირებს ურთიერთობას
შპს „სოსსა საქართველო“ (ს/კ: 400374821),
რომელიც ოპერირებს პლატფორმას ubook.ge (შემდგომში — „ubook“ ან
„პლატფორმა“), და პლატფორმის მეშვეობით ჯავშნის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს (შემდგომში — „კლიენტი“)
შორის. ჯავშნის დადასტურებითა და გადახდით კლიენტი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ამ ოფერტს.
მოკლედ, მთავარი:
მომსახურებას გიწევთ ობიექტი (სალონი, კლინიკა და ა.შ.), არა ubook.
ჯავშნისას იხდით დეპოზიტს ₾5 — ერთი და იგივე ყველა ობიექტსა და სერვისზე — პლუს ubook-ის ჯავშნის დამუშავების საფასური ₾2 (დღგ-ის ჩათვლით). სულ ₾7. დეპოზიტი ჩაითვლება მომსახურების ფასში.
ვიზიტამდე 24 საათით ადრე გაუქმებისას დეპოზიტი სრულად გიბრუნდებათ.
თანხის დაბრუნებას ubook უზრუნველყოფს — იმავე ბარათზე, საიდანაც გადაიხადეთ. ობიექტთან ამის თაობაზე დაკავშირება არ გჭირდებათ.
ჯავშნის გაუქმება შეგიძლიათ მეილში მიღებული ბმულით ან პირად კაბინეტში.
ბარათით მიღებულ გადახდას ამუშავებს ლიცენზირებული საგადახდო სისტემა. ვიღებთ
VISA და Mastercard ბარათებს.
1. ვინ რას აკეთებს
ubook არის ტექნოლოგიური პლატფორმა: გაძლევთ ობიექტების მოძიების, დროის არჩევისა და
ჯავშნის დაფიქსირების საშუალებას. მომსახურებას (თმის შეჭრა, მანიკიური, სპა, კონსულტაცია და
ა.შ.) გიწევთ თავად ობიექტი, საკუთარი სახელით და პასუხისმგებლობით. ubook არ არის ამ
მომსახურების მიმწოდებელი და არ არის თქვენსა და ობიექტს შორის დადებული გარიგების მხარე.
2. ჯავშნის პროცესი
ირჩევთ ობიექტს, სერვისს, სპეციალისტსა და დროს;
ავსებთ საკონტაქტო მონაცემებს და იხდით დეპოზიტს ბარათით;
ჯავშანი ჯერ ელოდება ობიექტის დადასტურებას — ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას;
დადასტურების შემდეგ მიიღებთ საბოლოო შეტყობინებას ჯავშნის კოდითა და გაუქმების ბმულით;
ვიზიტამდე გიგზავნით შეხსენებას.
3. რას იხდით
3.1. დეპოზიტი — ჯავშნისას წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც ჩაითვლება მომსახურების ღირებულებაში. ოდენობა ერთიანია ubook-ის ყველა ობიექტსა და სერვისზე და შეადგენს ₾5-ს; თუ სერვისის ფასი ამაზე ნაკლებია, ჩამოიჭრება მხოლოდ სერვისის ფასი. დარჩენილ თანხას იხდით ადგილზე.
3.2. ჯავშნის დამუშავების საფასური — ფიქსირებული ₾2 (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც ეკუთვნის ubook-ს ჯავშნის ტექნიკური დამუშავებისთვის და გადახდისას ერთიან თანხაში შედის.
3.3. გადახდის მომენტში ეკრანზე ხედავთ ერთიან ჯამურ თანხას, რომელიც ჩამოიჭრება ბარათიდან.
3ა. მომსახურების მიწოდება
3ა.1. ubook-ის მომსახურება (ჯავშნის ტექნიკური დამუშავება) მიწოდებულად ითვლება მყისიერად — ჯავშნის დაფიქსირებისა და დადასტურების შეტყობინების გაგზავნის მომენტში. ფიზიკური მიწოდება არ ხდება, რადგან პროდუქტი ციფრული მომსახურებაა.
3ა.2. ობიექტის მომსახურება (თმის შეჭრა, მანიკიური, სპა და ა.შ.) მიგეწოდებათ ჯავშანში მითითებულ დღეს, დროსა და მისამართზე, ობიექტის მიერ.
3ა.3. ჯავშნის დადასტურებას, კოდსა და გაუქმების ბმულს იღებთ ელ. ფოსტაზე გადახდიდან რამდენიმე წუთში. თუ არ მიგიღიათ — შეამოწმეთ სპამი და დაგვიკავშირდით.
4. გაუქმება და თანხის დაბრუნება
4.1. ჯავშნის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს — მეილში მიღებული ბმულით ან პირად კაბინეტში. დრო ავტომატურად თავისუფლდება და ობიექტს ეცნობება.
4.2. ჯავშნის დამუშავების საფასური (₾2) არ ბრუნდება, როდესაც ჯავშანს
თქვენ აუქმებთ — ტექნიკური მომსახურება სრულად გაწეულია ჯავშნის დაფიქსირების მომენტში.
გამონაკლისი: თუ ჯავშანი გააუქმა ობიექტმა ან მომსახურება არ განხორციელდა, ეს საფასურიც
სრულად გიბრუნდებათ (იხ. 4.4).
4.3. თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირი. ონლაინ გადახდისას თანხას იღებს
ubook (შპს „სოსსა საქართველო“). შესაბამისად, გადახდასთან და თანხის დაბრუნებასთან
დაკავშირებით თქვენი მხარე ubook არის და დაბრუნებას ubook თავად უზრუნველყოფს.
თანხის დასაბრუნებლად ობიექტთან დაკავშირება არ გჭირდებათ — ობიექტი ამ პროცესში არ მონაწილეობს.
4.4. როდის ბრუნდება დეპოზიტი. პირობები ერთიანია ყველა ობიექტისთვის:
ვიზიტამდე 24 საათით ადრე ან უფრო ადრე გაუქმებისას — დეპოზიტი ბრუნდება სრულად;
ვიზიტამდე 24 საათზე ნაკლებ დროში გაუქმებისას — დეპოზიტი არ ბრუნდება, რადგან დაკავებული დრო
ობიექტმა სხვა კლიენტს ვეღარ შესთავაზა;
თუ ობიექტმა გააუქმა ჯავშანი ან ვერ უზრუნველყო მომსახურება — გიბრუნდებათ
სრული გადახდილი თანხა, ჯავშნის დამუშავების საფასურის ჩათვლით.
4.5. დაბრუნების ვადა. დაბრუნებას ვიწყებთ მოთხოვნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თანხის ბარათზე ასახვას, ბანკის რეგლამენტიდან გამომდინარე, შეიძლება დასჭირდეს დამატებით 5–10 სამუშაო დღე.
4.6. როგორ მოვითხოვოთ. დაბრუნების მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე
support@ubook.ge
ან დაგვირეკეთ — მიუთითეთ ჯავშნის კოდი. პასუხს გცემთ 1 სამუშაო დღეში.
4.7. თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ ბარათზე, რომლითაც გადახდა განხორციელდა. ნაღდი ანგარიშსწორებით ან სხვა ბარათზე დაბრუნება არ ხდება.
5. გამოუცხადებლობა (No-show)
თუ ჯავშანს არ გააუქმებთ და ვიზიტზე არ გამოცხადდებით, დეპოზიტი არ ბრუნდება — იგი ანაზღაურებს
ობიექტის მიერ დაკავებულ და გამოუყენებელ დროს. ამიტომ გთხოვთ, დროულად გააუქმოთ ჯავშანი, თუ
ვეღარ ახერხებთ ვიზიტს — ვიზიტამდე 24 საათით ადრე გაუქმებისას თანხა სრულად გიბრუნდებათ.
6. პრეტენზიები
6.1. მომსახურების ხარისხთან, ვადებთან ან ობიექტის ქცევასთან დაკავშირებული პრეტენზია მიმართეთ უშუალოდ ობიექტს — მისი საკონტაქტო მონაცემები ჯავშნის გვერდზეა.
6.2. პლატფორმის ტექნიკურ ხარვეზთან, გადახდასთან ან საფასურთან დაკავშირებით მოგვმართეთ: support@ubook.ge. პასუხს გაგცემთ გონივრულ ვადაში.
7. შეფასებები
ვიზიტის შემდეგ შესაძლოა მოგთხოვოთ ობიექტის შეფასება. შეფასება ქვეყნდება ობიექტის საჯარო გვერდზე და
მონაწილეობს საშუალო რეიტინგის გამოთვლაში. ubook უფლებამოსილია წაშალოს შეურაცხმყოფელი, ყალბი ან
კანონსაწინააღმდეგო შინაარსის შეფასება.
8. პერსონალური მონაცემები
თქვენი მონაცემები (სახელი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, ჯავშნების ისტორია) მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დეტალები — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
ბარათის სრულ მონაცემებს ubook არ ინახავს — გადახდას ამუშავებს ლიცენზირებული საგადახდო სისტემა.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1. ubook არ აგებს პასუხს ობიექტის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, გაუქმებაზე ან ობიექტის მიერ ჯავშნის პირობების დარღვევაზე.
9.2. ubook არ აგებს პასუხს მესამე მხარეების (ბანკები, საგადახდო სისტემები, ინტერნეტ-პროვაიდერები, SMS-ოპერატორები) მუშაობის შეფერხებაზე.
9.3. ubook-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება კონკრეტულ ჯავშანზე თქვენგან მიღებული ჯავშნის დამუშავების საფასურის ოდენობით.
10. პირობების ცვლილება და მარეგულირებელი სამართალი
10.1. ubook უფლებამოსილია შეცვალოს ეს ოფერტი. განახლებული ვერსია ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება მის შემდეგ განხორციელებულ ჯავშნებზე.
10.2. ოფერტი რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავა გადაწყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას — საქართველოს საერთო სასამართლოს განსჯადობით.