წინამდებარე პირობები წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას (შემდგომში — „ხელშეკრულება“),
რომელიც ფორმდება ელექტრონული ფორმით, ერთი მხრივ, პლატფორმა ubook-ის
მფლობელსა და ოპერატორს — შპს „ubook“, ვებგვერდით
ubook.ge (შემდგომში — „ubook“ ან „პლატფორმა“) — და,
მეორე მხრივ, პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელ ბიზნესს — მაგ. სილამაზის სალონი, სასტუმრო, კლინიკა, რესტორანი და სხვ. (შემდგომში — „ბიზნესი“) — შორის.
ყურადღება: პლატფორმაზე რეგისტრაციით, ანგარიშის გააქტიურებითა და/ან სერვისით
სარგებლობით ბიზნესი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო, გაიგო და უპირობოდ ეთანხმება წინამდებარე
ხელშეკრულების ყველა პირობას.
1. ტერმინთა განმარტება
- 1.1. პლატფორმა / ubook — ონლაინ პროგრამული სისტემა (SaaS), რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე ubook.ge და ბიზნესს აძლევს ჯავშნების მართვისა და დეპოზიტების მიღების ტექნიკურ საშუალებას.
- 1.2. ბიზნესი — პლატფორმაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე/ფიზიკური პირი, რომელიც საკუთარი სახელით სთავაზობს მომსახურებას კლიენტებს.
- 1.3. კლიენტი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ubook-ის ტექნიკური სისტემის მეშვეობით უკვეთავს/ჯავშნის ბიზნესის სერვისს.
- 1.4. დეპოზიტი — კლიენტის მიერ ჯავშნისას წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც წარმოადგენს ბიზნესის მომსახურების ღირებულების ნაწილს ან სრულ ოდენობას. დეპოზიტის ოდენობა ერთიანია მთელ პლატფორმაზე და დადგენილია პ. 4.6-ით.
- 1.5. საიტის საკომისიო — ფიქსირებული საფასური (₾2, დღგ-ის ჩათვლით), რომელსაც კლიენტი იხდის ჯავშნის განხორციელებისას ubook-ის მიერ ჯავშნის დამუშავების ტექნიკური მომსახურებისთვის და წარმოადგენს ubook-ის საკუთრებას.
- 1.6. კლიენტის ოფერტი — კლიენტისთვის განკუთვნილი საჯარო პირობები, რომლებიც განთავსებულია მისამართზე ubook.ge/client-terms.php და არეგულირებს ubook-სა და კლიენტს შორის ურთიერთობას.
2. ხელშეკრულების საგანი
- 2.1. ubook ბიზნესს უწევს პროგრამული უზრუნველყოფის (SaaS) მომსახურებას, რაც მოიცავს: ონლაინ დაჯავშნის ფუნქციონალს, დეპოზიტების მიღების ტექნიკურ უზრუნველყოფას, სერვისების, პერსონალის, გრაფიკისა და ანალიტიკის მართვის ინსტრუმენტებს, აგრეთვე SMS/ელ.ფოსტის შეტყობინებებს.
- 2.2. ubook წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ შუამავალს. ubook არ არის მომსახურების უშუალო მიმწოდებელი — კლიენტისთვის სერვისის მიწოდებაზე სრულად და დამოუკიდებლად პასუხისმგებელია ბიზნესი.
- 2.3. ubook-სა და კლიენტს შორის ურთიერთობა რეგულირდება კლიენტის ოფერტით (პ. 1.6). ბიზნესი ადასტურებს, რომ გაეცნო კლიენტის ოფერტს და მისი პირობები არ ეწინააღმდეგება ბიზნესის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებულ პირობებს.
3. რეგისტრაცია, ავტორიზაცია და ანგარიში
- 3.1. რეგისტრაციისას ბიზნესი ვალდებულია მიუთითოს სრული, ზუსტი და უტყუარი საიდენტიფიკაციო და საბანკო მონაცემები.
- 3.2. ბიზნესის ანგარიში პლატფორმის საჯარო კატალოგში აქტიურდება ubook-ის ადმინისტრაციის მიერ მონაცემთა გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ.
- 3.3. ბიზნესი სრულად არის პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების (მომხმარებლის სახელი, პაროლი) უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე.
- 3.4. ubook უფლებამოსილია უარი თქვას რეგისტრაციაზე ან შეაჩეროს არსებული ანგარიში, თუ ბიზნესი არღვევს ამ ხელშეკრულებას ან მოქმედ კანონმდებლობას.
4. საიტის საკომისიო და ფინანსური პირობები
- 4.1. ubook-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია და ანგარიშით სარგებლობა ბიზნესისთვის უფასოა (ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გარეშე), თუ მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
- 4.2. თითოეულ ჯავშანზე კლიენტი დეპოზიტთან ერთად იხდის საიტის ფიქსირებულ საკომისიოს — ₾2 (დღგ-ის ჩათვლით) — როგორც ubook-ის მიერ ჯავშნის დამუშავების ტექნიკური მომსახურების საფასურს.
- 4.3. საიტის საკომისიო წარმოადგენს ubook-ის კუთვნილ შემოსავალს და, როდესაც ჯავშანს აუქმებს კლიენტი, არ ექვემდებარება დაბრუნებას, რადგან ჯავშნის დამუშავების ტექნიკური მომსახურება ითვლება სრულად გაწეულად ჯავშნის დაფიქსირების მომენტში. თუ ჯავშანი გააუქმა ბიზნესმა ან მომსახურება არ განხორციელდა, კლიენტს უბრუნდება სრული გადახდილი თანხა საკომისიოს ჩათვლით; ამ შემთხვევაში საკომისიოს ხარჯს ubook კისრულობს და ბიზნესს არ ეკისრება.
- 4.4. საგადახდო სისტემის (ბანკის/ექვაირინგის) საკომისიოს ubook იხდის საკუთარი ხარჯით. ბიზნესს ამ ხარჯის ანაზღაურება არ ეკისრება და იგი დეპოზიტიდან არ იჭრება.
- 4.5. საკომისიოს ცვლილება. საიტის საკომისიოს ოდენობის ცვლილება არსებით ცვლილებად ითვლება და მასზე ვრცელდება
პ. 14.2-ით დადგენილი წესი: ubook ბიზნესს აცნობებს ცვლილების ძალაში შესვლამდე სულ მცირე
14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე, ელ. ფოსტით ან პირად კაბინეტში. შეტყობინებამდე დაფიქსირებულ
ჯავშნებზე მოქმედებს ძველი საკომისიო.
- 4.6. დეპოზიტის ოდენობა. დეპოზიტის ოდენობა ერთიანია პლატფორმის ყველა ბიზნესისა და
ყველა სერვისისთვის და შეადგენს ₾5-ს თითო ჯავშანზე. თუ სერვისის
ფასი დეპოზიტის ოდენობაზე ნაკლებია, დეპოზიტად ჩამოიჭრება მხოლოდ სერვისის ფასი. დეპოზიტი სრულად
ერიცხება ბიზნესს (პ. 5.2) და ჩაითვლება მომსახურების ღირებულებაში. ოდენობას ადგენს ubook; მისი
ცვლილება არსებით ცვლილებად ითვლება და მასზე ვრცელდება პ. 14.2-ით დადგენილი
7-დღიანი წინასწარი შეტყობინების წესი.
5. დეპოზიტები და ანგარიშსწორება
- 5.1. ubook უზრუნველყოფს კლიენტების მიერ გადახდილი დეპოზიტების მიღებას თავის ტექნიკურ სისტემაში და მათ შემდგომ გადარიცხვას ბიზნესის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
- 5.2. ანგარიშსწორების დღე. ubook ბიზნესს ურიცხავს დეპოზიტებს
ყოველი მომდევნო სამუშაო კვირის სამშაბათს, ბიზნესის მიერ მითითებულ საბანკო
ანგარიშზე (IBAN). თუ სამშაბათი უქმე დღეა, გადარიცხვა ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
გადარიცხვა მოიცავს ყველა მიღებულ და ჯერ გადაურიცხავ დეპოზიტს, პ. 5.5-ით გათვალისწინებული
გაქვითვის შემდეგ. დეპოზიტი ბიზნესს სრულად ერიცხება — საიტის საკომისიო მისგან
არ იჭრება, რადგან მას კლიენტი დეპოზიტთან ერთად, ცალკე იხდის (პ. 4.2, 4.4).
- 5.3. ბიზნესი პასუხისმგებელია საბანკო რეკვიზიტების სიზუსტეზე. არასწორი ან არასრული რეკვიზიტების გამო თანხის დაგვიანებით ჩარიცხვაზე ubook-ს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
- 5.4. გაუქმება და თანხის დაბრუნება. ვინაიდან ონლაინ გადახდილ თანხას იღებს ubook,
კლიენტის წინაშე გადახდასთან და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ურთიერთობის მხარე
ubook არის. შესაბამისად:
- დაბრუნების ერთიან პირობებს განსაზღვრავს ubook და ისინი გამოქვეყნებულია
კლიენტისთვის განკუთვნილ საჯარო ოფერტში (ubook.ge/client-terms.php). ბიზნესი ეთანხმება ამ პირობებს
და არ ადგენს ცალკე, განსხვავებულ წესებს;
- დაბრუნებას ტექნიკურად ახორციელებს ubook — იმავე ბარათზე, საიდანაც გადახდა
მოხდა. ბიზნესი ამ პროცესში არ მონაწილეობს და კლიენტს თანხას თავად არ უბრუნებს;
- თუ დაბრუნების საფუძველი ბიზნესის მხარეს წარმოიშვა (ჯავშნის გაუქმება ბიზნესის მიერ,
მომსახურების არგაწევა), დაბრუნებული დეპოზიტი ბიზნესს ეკისრება და იქვითება
პ. 5.5-ის შესაბამისად.
ჯავშნის გაუქმების ტექნიკურ ჩარჩოს უზრუნველყოფს ubook: კლიენტი ჯავშანს აუქმებს პლატფორმის მიერ
მიწოდებული ბმულით ან პირად კაბინეტში, დრო ავტომატურად თავისუფლდება და ბიზნესს ეგზავნება შეტყობინება.
- 5.5. ურთიერთგაქვითვა. ubook უფლებამოსილია კლიენტისთვის დასაბრუნებელი თანხა, აგრეთვე ბიზნესის ნებისმიერი დავალიანება ubook-ის წინაშე, გაქვითოს ბიზნესისთვის გადასარიცხ დეპოზიტებთან. გაქვითვის შესახებ ბიზნესს ეცნობება ელექტრონულად.
- 5.6. დაკავებული დროის ანაზღაურება. დეპოზიტი ბიზნესს რჩება ორ
შემთხვევაში: (ა) კლიენტი არ გამოცხადდა ვიზიტზე; (ბ) კლიენტმა ჯავშანი გააუქმა
ვიზიტამდე